პესკოვი: ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - ომი უნდა მოვიგოთ
ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა ომი უნდა მოიგოს.
„ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ჩვენი ინტერესების დასაცავად და იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც უმაღლესმა მთავარსარდალმა პუტინმა და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა თავიდანვე დაისახა და ამას ვაკეთებთ როგორც ჩვენი ქვეყნის აწმყოსთვის, ასევე მომავლისთვის. მომავალი მრავალი თაობისთვის. ამიტომ, ჩვენ არანაირი ალტერნატივა არ გვაქვს.
ახლა ომის ყველაზე კრიტიკულ ეტაპია და ეს საკმაოდ საბედისწეროა. ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ჩვენი შვილების, შვილიშვილებისა და მათი მომავლისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.