რა ჩვენება მისცა სასამართლოს გელა უძილაურის დამკავებელმა გამომძიებელმა და რა ამოიღო მან ბრალდებულის ჩხრეკის დროს

24.09.25 12:41
რა ჩვენება მისცა სასამართლოს გელა უძილაურის დამკავებელმა გამომძიებელმა და რა ამოიღო მან ბრალდებულის ჩხრეკის დროს

სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დღეს ჩვენება მისცა იმ გამომძიებელმა, ნრომელმაც მკვლელობაშ ბრალდებული გელა უძლაური დააკავა.

ვიქტორ მახარაძემ დღეს სხდომაზე თქვა, რომ უძილაურს დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არ გაუწევია

გამომძიებელმა სასამართლოს უთხრა, რომ ბერიაშვილის ქუჩაზე აყვანის სპეცოპერაციის დროს უძლაურს თან ჰქონდა GLOCK ტიპის იარაღი, მჭიდთან ერთად, რომელშიც 15 ვაზნა იყო, ჩანთის ჩხრეკისას კი კიდევ 3 მჭიდი იქნა ნაპოვნი, საიდანაც 2-ში 17 ვაზნა, ხოლო მე-3 მჭიდში 1 ვაზნა იყო მოთავსებული.

„როდესაც, შეტყობინება შემოვიდა, რომ ჭავჭავაძეზე მკვლელობა მოხდა, 10 გამომძიებელი გავედით ადგილზე. მე ძირითადი გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ აღნიშნული საქმის მთავარი გამომძიებლის დავალებით, 14 მარტს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ფაქტის შემსწრე პირები გამოვკითხე.

ასევე, მე მოვახდინე დაკავების დღეს გელა უძილაურის პირადი ჩხრეკა და დაკავება. ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ის ბერიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩხრეკა დაკავების ადგილზე ჩატარდა, რა დროსაც, ამოღებულ იქნა იარაღი და რამდენიმე მჭიდი, რომელშიც ვაზნები იყო მოთავსებული. ასევე, მისი ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის საშუალებები. ასევე, ფულადი თანხაც",- განაცხადა ვიქტორ მახარაძემ. (ipn-ის მიხედვით)

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.