განგაში სასამართლოს შენობაში - გელა უძილაური სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, შენობას ატოვებინებენ ყველას
განგაში სასამართლოს შენობაში - მოულოდენელად პროცესი, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გელა უძილაურის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, შეწყდა. უძილაური დარბაზიდან გაიყვანეს, დამსწრეებს კი მანდატურებმა დარბაზი დატოვებინეს.
როგორც "ტვ პირველის" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ წუთებში, სასამართლოში ყველა პროცესი შეწყვიტეს და ხალხს შენობის დაცლისკენ მოუწოდებენ.
როგორც "პირველებთან" ხალხი ამბობს, მათი ინფორმაციით, შენობაში შეტყობინება შევიდა ბომბის არსებობის შესახებ.
ხალხი სასამართლოს შენობის გარდა, ეზოდანაც გაჰყავთ.
სასამართლოს ოფიციალური განმარტება, თუ რატომ დაატოვებინა ხალხს შენობა, ჯერ არ გაუკეთებია. არც ის უთქვამ,ს როდის აღდგება პროცესები.
დღევანდელ პროცესზე მთლიანი დღე გვქონდა განსაზღვრული, არაერთი ნივთიერი მტკიცებულება გვაქვს დღეს გამოსაკვლევი, მოწმეები მოსულები არიან და ისინი გამოსაკითხი არიან. როდის აღდგება პროცესი, არ ვიცით", - უთრხა ჯანგველაძის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ "პირველებს".