ჩემი რეკომენდაციაა, კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე - პირადმა ექიმმა სააკაშვილი მოინახულა
მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. ამის შესახებ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ამ ეტაპზე საჭირო არ არის, თუმცა რეკომენდებულია, კონსილიუმი ხვალვე შედგეს.
ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ეს კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს. მორალური მხრივ კარგადაა, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე, უფერულება", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მსგავსი სიახლეები
25.06.26 14:44
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.