საუბრობენ შერიგებაზე, ზოგჯერ უნდა მოვიკვეთოთ ბოროტი ადამიანი ცხოვრებიდან - მეუფე შიო

17.10.21 17:27
საუბრობენ შერიგებაზე, ზოგჯერ უნდა მოვიკვეთოთ ბოროტი ადამიანი ცხოვრებიდან - მეუფე შიო

მეუფე შიო მუჯირმა საყოველთაო შერიგების იდეა გააკრიტიკა და თქვა, რომ ასეთი რამ სახარებაში არ წერია. ქრისტიანული სწავლების განმარტებას შიო მუჯირი ქადაგებისას შეეცადა.

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია ჩვენ და გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან",  - თქვა მოსაყდრე შიომ.

საყოველთაო შერიგების ინიციატივა რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა,  გააჟღერა. მას რამდენიმე მეუფე შეუერთდა, მათ შორის მეუფე მელქისედეკი. მეუფეებმა სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერეს.

მსგავსი სიახლეები