სუს-ი უარყოფს, რომ მათი უწყების მაღალჩინოსნის სახლიდან მეხსიერების ბარათი მოიპარეს

17.10.21 20:05
სუს-ი უარყოფს, რომ მათი უწყების მაღალჩინოსნის სახლიდან მეხსიერების ბარათი მოიპარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს, რომ მათი უწყების თანამშრომლის სახლის ქურდობისას  სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი გაქრა.

როგორც უწყება განმარტავს, გაქურდულია სუს-ის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთ - ერთი თანამშრომლის ოჯახის სახლი.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა, თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.

გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთ - ერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.

ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები