ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 100-მდე ბავშვი მკურნალობს
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდინფიცირებული 100-მდე ბავშვი მკურნალობს. კლინიკის დირექტორის, მაია ჩხაიძის, განცხადებით, ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. ჩხაიძის ინფორმაციით, ინფიცირებული ბავშვების მშობლების უმეტესობა აუცრელია.
90-ზე მეტი, 100-მდე ბავშვი წევს, 54 მშობელი წევს. რეანიმაციაში 23 პაციენტია, ამჟამად იქ არის 2 ადგილი. უკიდურესად მძიმე და მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტი არ გვყავს ამ ეტაპზე. სულ 3 მშობელია ორჯერადად ვაქცინირებული. საშუალოდ შემოდის 15-20 პაციენტი", - ამბობს მაია ჩხაიძე.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით გარდაიცვალა 42 ადამიანი.
სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.5%.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.