სპეცოპერაცია საფრანგეთში - დაკავებულია საქართველოს მოქალაქეების დიდი ჯგუფი
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დიდი ჯგუფი დააკავეს - მათ სიგარეტის კონტრაბანდის სქემის შექმნასა და მოპარული ავტომობილების გაყიდვას ედავებიან.
სამართალდამცველებმა სულ 37 ადამიანი აიყვანეს. ირკვევა, რომ დაკავებულები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იაფიან თამბაქოს ეზიდებოდნენ და მოგებიდან წილი ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან მიჰქონდათ. გამოძიების ინფორმაციით, "რუსულენოვან მაფიასთან" დაკავშირებულ პირებს თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
ჟანდარმერიის და კრიმინალთან ბრძოლის ცენტრალური დეპარტამენტის თნამშრომრომლებმა ქალაქ ამიენში შეძლეს, შეეჩერებინათ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებები. საუბარია ქართულ და სომხერ დაჯგუფებებეზე, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყვენენ რუსულენოვან მაფიასთან. სპეცოპერაციის შეედეგად დაკავებულია 37 ადამიანი, ჩხრეკა ჩატარდა 61 მისამართზე"- აცხადებენ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 215 000 ევრო, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, ქართულ-სომხურმა დაჯგუფებამ 2 000 000 ზე მეტი ევროს გამომუშავება შეძლო.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.