რუს პროპაგანდისტს, მარგარიტა სიმონიანს ქმარი მოუკვდა

26.09.25 16:23
რუს პროპაგანდისტს, მარგარიტა სიმონიანს ქმარი მოუკვდა

კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ასევე პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი მოკვდა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად სიმონიანმა გაავრცელა.

„დღეს ღამით ტიგრანი წავიდა შემოქმედთან“, – დაწერა მან Telegram-ზე.

ტიგრან კეოსაიანი ცხრა თვე კომაში იმყოფებოდა.