სოხუმის დაცემის დღე - ენგურის ხიდთან სახალხო დამცველი ჩავიდა
სოხუმის დაცემის დღე, ყველაზე მძიმე მაინც ენგურს იქითა საქართველოშია. ხიდი დღეს გახსნილია, მაგრამ აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანები საუბარს ერიდებიან. ენგურის ხიდთან დღეს სახალხო დამცველიც ჩავიდა.
ლევან იოსელიანმა აფხაზ ძმებს და დებს სწორედ ენგურის ხიდიდან მიმართა:
„მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, რომლებიც ამ ხიდის მეორე მხარეს ცხოვრობენ, რომ გარდა მშვიდობისა, არ არსებობს სხვა გამოსავალი, სადაც ჩვენ ერთად შეიძლება ვიცხოვროთ. მხოლოდ მშვიდობით დავიბრუნებთ ომით დაკარგულს - ერთმანეთისადმი ნდობას, ჩვენს ურთიერთობებს.
რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არსებობს ადამიანის უფლებები, სადაც არის ომი, იქ ადამიანის უფლებებზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ, პირველი რიგში, უნდა ვიფიქროთ, იმაზე, თუ რა გვაქვს საერთო, როგორ აღვადგინოთ დავკარგეთ და მერე ყველაფერი თავის თავად მოგვარდება, მათ შორის, ის პრობლემებიც, რომლებიც, ჩვენს მოქალაქეებს ხიდის იქითა მხარეს ექმნებათ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.