"ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს" - მამა ლეონი მოსაყდრე შიოს
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი, პატრიარქის მოსაყდრე შიოს იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოს. მამა ლეონი წერს, რომ ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს. სასულიერო პირი ასევე აღნიშნავს, რომ პატრიარქის მოსაყდრე შიოს ჭკუა არ უჭრის, ამიტომ მას სახარების მარტივად გასააზრებლად სახარების საბავშვო ვერსიის წაკითხვას ურჩევს.
მიტროპილიტ შიოს ჭკუა და გონიერება რომ მაინცდამაინც არ უჭრის, მასთან პირველივე საუბრისასვე შევნიშნე, თუმცა სახარების მოკლე შინაარსიც თუ არ ექნებოდა წაკითხული, მაინც არ მეგონა. საბავშვო სახარებები იყიდება, სულ რამდენიმე გვერდია და ფერად ფურცლებზეა ნაბეჭდი, ადვილი წასაკითხია უწიგნური კაცისთვისაც, თუნდაც მას მაინც რომ გადახედოს, აუცილებლად ნახავს, რა იგულისხმება ,,მოკვეთაში" და რომ ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს.
თუმცა, სახარება რა მოსატანია მეუფე შიოსთვის, იქიდან არ დავიწყებ ციტატების ძებნას, როცა საქართველოში გვყავს თეოლოგიის დოქტორი, მეუფე შიო მუჯირი და მისი ძველი ქადაგების სიტყვებს მოვიყვან - ” თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა, იმარხულე- აზრი არ აქვს”, ''მიუტევებელი წყენა როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს“, (18.02.2018)
"სულიწმინდა ვეღარ მოვა შენთან, თუ შენ არ პატიობ შენს მოყვასს, თუ გულში გაქვს მიუტევებელი წყენა, მრისხანება" (01.03.2020)
პ.ს. პირადად მე ეპისკოპოსთა არც ერთ პოზიციას არ ვემხრობი სრულად, ვთვლი, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი იმ სასამართლოს პირობებში, რომელსაც ნდობა საერთოდ არ აქვს და ცხადია, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს", - წერს მეუფე ლეონი.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს, მეუფე შიო მუჯირმა საყოველთაო შერიგების იდეა გააკრიტიკა და თქვა, რომ ასეთი რამ სახარებაში არ წერია. მეუფე შიოს თქმით, "ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან, ან საზოგადოებიდან."
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.