ჩეხეთი საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაუცველობით შეშფოთებულია - დვორჟაკის წერილი

27.09.25 17:11
ჩეხეთი საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაუცველობით შეშფოთებულია - დვორჟაკის წერილი

ჩეხეთი საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაუცველობით შეშფოთებულია  - ცოტა ხნის წინ, პრაღის პროტესტების ორგანიზატორ აქტივისტებს ევროპული საკითხების მინისტრი მარტინ დვორჟაკმა დვორჟაკმა მიწერა, რომ "ოცნების" ქმედებების შესახებ ინფორმაცია აქვს და ფაქტების შესახებ უკვე ინფორმირებულია შესაბამისი უწყებებიც.

"მსგავსი პრაქტიკები შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან", - ამბობს მინისტრი.

მას წერილით ალექსანდრე პეტრიაშვილმა მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. წერილი ეხება მზია ამაღლობელის და ნინო დათაშვილის საქმეებსაც.

“გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის, რომელშიც მომაწოდეთ ინფორმაცია ქართველი აქტივისტების საქმეებზე და გამოთქვით თქვენი შეშფოთება საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობის შესახებ. 
ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია  თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია და ვაფასებ თქვენს ხანგრძლივ აქტიურობას დემოკრატიული ფასეულობების დაცვასა და საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ჩეხი საზოგადოების ინფორმირების პროცესში.
მსურს გაცნობოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადავეცი შესაბამის ორგანოებს. მივმართე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აღვნიშნე  შეშფოთება მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მკურნალობის საკითხზე, ასევე, ფართო საკითხზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ხაზი გავუსვი იმას, რომ მსგავსი პრაქტიკები შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან.
გმადლობთ რომ მომმართეთ. ძალიან ვაფასებ თქვენს ინიციატივასა და პირად ჩართულობას. ვიმედოვნებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევა დაეხმარება საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის გაძლიერებაში", პატივისცემით, მარტინ დვორჟაკი, ევროპული საკითხების მინისტრი ჩეხეთში.

ალექსანდრე პეტრიაშვილის წერილი შეეხებოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას, საქართველოს რუსულ უფსკრულში გადაჩეხვის მცდელობასა და პოლიტიკური პატიმრების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ უსამართლო მოპყრობისა და ძალადობის შემთხვევებს. 

  •  წერილში ალექსანდრემ ხაზი გაუსვა მზია ამაღლობელის უსამართლო სასამართლო პროცესს, მისი დაკავების ეპიზოდში არსებულ გარემოებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას, თვალის დაავადებასა და მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში სიბრმავის გამოწვევის საფრთხეს. 
  • 📍 წერილში ასევე ხაზგასმულია ნინო დათაშვილის საქმე, სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის პოლიტპატიმარი ქალის ფსიქიატრიული ექსპერტიზის მისი ნებართვის გარეშე გადაცემა. არსებული ინფორმაციით მანიპულირება და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ნინო დათაშვილი 20 დღით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შემოწმებისთვის იძულებით გადაეყვანათ. 
  • 📍 ალექსანდრემ მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა პრაღაში ქართული დიასპორის უწყვეტი პროტესტის შესახებაც და მოუწოდა ქართველი საზოგადოების მხარდაჭერისა და ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ საერთაშორისო ზეწოლის ხელშეწყობისკენ. 

 პრაღაში ყოველკვირეული აქციები 2024 წლის 2 ნოემბრიდან, საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმართება. ძირითადი მოთხოვნებია: პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ხელისუფლების ცვლილება, ვადამდელი სამართლიანი არჩევნები, ქართული ოცნებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დასანქცირება.