"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა რაბათის ციხეზე საპროტესტო ბანერი გადმოფინეს
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ რაბათის ციხესთან გადაინაცვლეს და საპროტესტო პლაკატი გაშალეს.
მათ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდეს, შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება. ოჯახის წევრების თქმით, დღეს საქართველოში 60-ზე მეტი სინდისის პატიმარი და პოლიტპატიმარია.
შეგახსენებთ, რომ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გაზეთების დასარიგებლად დღეს ახალციხეშ ჩავიდნენ.