"მოტაცება არ მომხდარა" - ახალგაზრდა ქალის გატაცებაში მხილებული სპეცრაზმელის ადვოკატი

18.10.21 13:32
"მოტაცება არ მომხდარა" - ახალგაზრდა ქალის გატაცებაში მხილებული სპეცრაზმელის ადვოკატი

ქალის გატაცებაში მხილებული სპეცრაზმელი და გორის მერიის თანამშრომელი დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ სპეცრაზმელმა საქართველოს საზღვარი წინასწარ დაგეგმილი ვიზიტის გამო გადაკვეთა და მიმალვაში არ იმყოფება. უფლებადამცველი თამარ თედლიაშვილის მტკიცებით, მოტაცებას ადგილი საერთოდ არ ჰქონია. 

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, მხარეები ვიმყოფებით მტკიცებულებების მოგროვების ეტაპზე. თავს დამნაშავედ არც ერთი არ გრძნობს და ეს პოზიცია ექნებათ ბოლომდე, იმიტომ რომ ასეთი რაღაცა ბუნებაში არ მომხდარა, მოტაცება რასაც ჰქვია. ბესიკი ისედაც მიდიოდა საზღვარგარეთ და შესაბამისად, წავიდა იქამდე, ვიდრე დაიწყებოდა გამოძიება. თუ იქნება საჭირო, ის თავის სიმართლის დასამტკიცებლად აუცილებლად ჩამოვა, - ამბობს ადვოკატი.

გორში სპეცრაზმელმა ახალგაზრდა ქალი გაიტაცა. ის მერიის თანამშრომელთან ერთად მოქმედებდა. დაზარალებულის თქმით, გამტაცებელს მასზე დაქორწინება სურდა, გატაცების დროს კი დამნაშავეები მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობდნენ. 

მსგავსი სიახლეები