დუშეთის სოფელი ბიჩნიგაური გზისა და წყლის გარეშე დარჩა - რატომ ჩავარდა 37 მლნ-იანი პროექტი
სოფელ ბიჩნიგაურში უკვე რამდენიმე თვეა ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, თუმცა შედეგი არ ჩანს. წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით შპს „გზა“ ასრულებს, მაგრამ სამუშაოების გაჭიანურების გამო მოსახლეობა გზისა და წყლის გარეშე დარჩა.
ადგილობრივების თქმით, სასმელი წყალი დღისით უწყდებათ, ხოლო სოფლის ძირითადი გზები თხრილებითაა სავსე და გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს.
მათივე ინფორმაციით, ზაფხულში სამუშაოები მთლიანად შეჩერდა, რადგან კომპანიის მიერ დაქირავებულ მუშებს ხელფასი არ აძლევდნენ და მათ გაფიცვა დაიწყეს.
ხელშეკრულებით, შპს „გზამ“ პროექტის განსახორციელებლად 37 მილიონ ლარამდე აიღო. ოფიციალურად, დასრულებამდე ორი თვე რჩება, თუმცა ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს ვადაში ვერ მოესწრება - ნახევარი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის, ხოლო შესრულებული ნაწილის ხარისხი კითხვებს ბადებს.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.