საქართველოში ვაქცინირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად საქართველოში ვაქცინირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
17 ოქტომბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 2 260 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევენ, რომ დღეში 30 000-მდე აცრა გაკეთდეს.
დღემდე გაკეთებულია 1 914 269 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.6%. სრულად ვაქცინირებულია - 902 660, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.6%-ია.