[გიორგი ჩიკვაიძეს] ჩემი ნომერი, სავარაუდოდ, დაუბლოკეს - პატიმრის დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს
გიორგი ჩიკვაიძის დედა მძიმე ბრალდებას უყენებს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას და გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორ რამაზ ფირცხალავას. მისი თქმით, შვილის ჯანმრთელობა შიმშილობის ფონზე კრიტიკულად დამძიმდა, ხოლო "ოცნების" ხელისუფლება განზრახ ცდილობს მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
ეკა წერეთლის თქმით, ოჯახი ვერ იღებს სრულ ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ და პასუხისმგებლობას მთლიანად "ოცნების" ხელისუფლებას აკისრებს.
პატიმრის დედა ეჭვობს, რომ პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენს დედასთან დარეკვის უფლება აუკრძალეს:
სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
Paata Salia!
თქვენ, პაატა სალია და გლდანის მე 8 დაეწსებულების ამჟამინდელო დირექტორო რამაზ ფირცხალავა.. მე გადანაშაულებთ თქვენ ჩემი პოლიტპატიმარი შვილი გიორგი ჩიკვაიძის მიზანდასახულ მკვლელობის მცდელობაში... დღეს მისი მე 3 შიმშილობის მე 7 დღეა! ...ანალიზები კატასტროფული.... ჩემი ნომერი, სავარაუდოდ, დაუბლოკეს, მოგვაწვდინა ხმა,როგორც შეძლო.....გითხარით და გაფრთხილებთ... გირგვლიანი 2 არ გამოგივათ.., - წერს გიორგი ჩიკვაიძის დედა სოციალურ ქსელში.