სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

29.09.25 14:34
სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

კერძოდ კი, მოსამართლეთა პალატის მიერ, უცვლელი დარჩა სააკაშვილისთვის მისჯილი 9- წლიანი თავისუფლების აღკვეთა და ასევე, თეიმურაზ ჯანაშიასთვის მისჯილი 300 000-ლარიანი ჯარიმა.

ცნობისთვის, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.