თსუ-თან სტუდენტებმა ბანერი წარწერით - “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ გამოფინეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტურმა მოძრაობა “თავისუფალი აუდიტორიის” წევრებმა ბანერი გადმოფინეს. ამით მათ სინდისის პატიმრებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
მთავარ ბანერზე, რომელიც პირველი კორპუსის შესასვლელშია გამოფენილი, წერია - “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, ხოლო ფანჯრებიდან გადმოფენილ ბანერებზე სინდისის პატიმრების სახელები - ზვიად რატიანი და რეზო კიკნაძე.