ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება

29.09.25 18:44
ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა დასრულდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკურიო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დროებით ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება.  

სუს-ის წარმომადგენლის თქმით, მათ შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები. მისი განცხადებით, ამასთან მიმართებით მონაწილეების, ცხინვალის და ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, პოზიცია უცვლელია. 

მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ჩვენ მოვითხოვეთ განახლებული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მივიღეთ. დღეისათვის, უკანონო პატიმრობაში რჩება 10, მე დილას განვაცხადე 11, მაგრამ შეხვედრაზე გვითხრეს, რომ 1-მა დატოვა ე.წ. საპატიმრო და მან სურვილი გამოთქვა, რომ იცხოვროს ცხინვალში, ამიტომ იგი თავისუფლად გადაადგილდება.

გარდა ამისა, შევეხეთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, რაც დაფიქსირდა საანგარიშო პერიოდში, სამწუხაროდ, ამასთან მიმართებით პოზიცია მონაწილეების მხრიდან, ცხინვალის და ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არის უცვლელი. 

გარდა ამისა, ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ საკითხებზე. დაკავების საფრთხე არის პერმანენტული, სამწუხაროდ და სწორედ ამ კონტექსტში იქნა განხილული აღნიშნული საკითხი," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.