საავადმყოფოში ვინც წევს, 95% აუცრელია - გამყრელიძე

18.10.21 15:16
საავადმყოფოში ვინც წევს, 95% აუცრელია - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, ინფორმაციით, საავადმყოფოში მოხვედრილი კოვიდინფიცირებულების 95%, ხოლო რეანიმაციაში მოხვედრილების 98%  აუცრელია. გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეპიდვითარება გართულებულია. 

სამწუხაროდ, ქვეყანაში ისევ დაიწყო მე-5 ტალღის ყველა მონაცემი არის, უარესდება სიტუაცია, დელტა შტამი საკმაოდ ვერაგი აღმოჩნდა. 

საავადმყოფოში ვინც წევს, 95% აუცრელია. რეანიმაციაში ვინც ხვდება, 98% აუცრელია. სამწუხაროდ, გამოსავალი ცუდი სადაც არის, 98% აუცრელია. უნდა გავითავისოთ, ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის წინაშე", - ამბობს გამყრელიძე. 

ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად საქართველოში ვაქცინირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

17 ოქტომბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 2 260 ადამიანი აიცრა.  სრულად ვაქცინირებულია - 902 660, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.6%-ია.