მუქარა 4 ოქტომბრამდე - ივანიშვილის გუნდი აქციის მონაწილეებს უპირისპირდება

29.09.25 21:11
მუქარა 4 ოქტომბრამდე - ივანიშვილის გუნდი აქციის მონაწილეებს უპირისპირდება

"ქართული ოცნება" 4 ოქტომბრით შეშინებულია. არჩვენებამდე 5 დღით ადრე ივანიშვილის გუნდი მუქარითა და დაშინებით ცდილობს საპროტესტო ტალღა გააჩეროს. 4 ოქტომბერი, რომელიც სახალხო შეკრების დღეა, "ოცნებისთვის" დიდ თავის ტკივილად იქცა. ამიტომ, ხალხს ემუქრებიან, რომ საპოლიციო ძალებს გამოიყენებენ, რათა შაბათს დაანონსებულ შეკრებაზე მოქალაქეები არ გავიდნენ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ხალხს საპოლიციო ძალების მასშტაბური მობილიზებით აშინებს. კახა კალაძე ცდილობს მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივად წარმოაჩინოს და ამბობს, რომ რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უფლებას არავის მისცემენ. "ოცნების" ლიდერების რიტორიკაში ჩანს, რომ ივანიშვილის პარტიას ქუჩაში ხალხის გამოსვლის ეშინია და წინსწრებად დაანონსებული აქციის გაშავებას ცდილობენ.

თბილისის მერის ეს მუქარა პანიკაში მყოფი პოლიტიკური ლიდერის თავის გადარჩენის მცდელობა - ამბობენ მოქალაქეები, რომლებსაც "ოცნების" მუქარა არ აშინებთ და შაბათს დიდი განაცხადისთვის ემზადებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, ვინც 4-ში საარჩევნო უბნების ნაცვლად რუსთაველის გამზირზე გავა, ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ხალხის უნდა ეშინოდეს.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში