პაციენტის მდგომარეობა იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი - ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

18.10.21 15:27
პაციენტის მდგომარეობა იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი - ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე მედიკოსთა კონსილიუმი დღეს იმსჯელებს. 

ბოლო შეხვედრაზე, მე რა თქმა უნდა, არ ვარ ჩართული თვითონ პაციენტის მდგომარეობის განხილვაზე, ვინაიდან მე ამის უფლებამოსილება არ გამაჩნია, კონსილიუმი მსჯელობს და მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი და რამე რისკები არ შეინიშნებოდა, თუმცა მისი პირადი ექიმისგან გამომდინარე და მისი თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება და უკვე იმის მიხედვით იმოქმედებენ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ შეხვედრის შემდეგ, - განაცხადა ტიკარაძემ.
 

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მე-18 დღეა შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მას წნევის ცვალებადობა და საერთო სისუსტე აღენიშნება.