"რეჟიმმა მარცხი დაიჯერა, ირწმუნე გამარჯვება" - მოქალაქეებმა ბათუმში ბანერი გადმოფინეს

30.09.25 10:38
"რეჟიმმა მარცხი დაიჯერა, ირწმუნე გამარჯვება" - მოქალაქეებმა ბათუმში ბანერი გადმოფინეს

"რეჟიმმა მარცხი დაიჯერა, ირწმუნე გამარჯვება და მოდი 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე" - ბათუმში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა ბანერი გადმოფინეს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრები ბათუმში საინფორმაციო კამპანიას ატარებენ. ისინი ადგილობრივებს მოუწოდებენ 4 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. 

4 ოქტომბერი არის დღე, როცა ქართველი პატრიოტები, საქართველო გაიმარჯვებს რუსეთზე. ჩვენ გვიკავშირდება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად იდგება მთავარ გამზირზე, რუსთაველზე. ამიტომ, ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდავალი!, - ამბობენ ენმ-ს წევრები.