რა ვიცით გელა ხასაიას დაკავების საქმეზე - ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გელა ხასაიას დაკავების დეტალებზე წერს.
ტელეწამყვანის ინფორმაციით, პირველ სექტემბერს გელა ხასაიას სახლისკენ მიმავალ გზაზე სამი უცხო პირი შეხვდა, რომლებიც მას მხარდამჭერებად გაეცნენ და მათთვის ლუდის ყიდვა სთხოვეს. აქტივისტმა აღნიშნულ პირებს ლუდი უყიდა, როდესაც სამ კაცს უცხო პირს შორის ჩხუბი დაიწყო გელა ხასაია სიტუაციას გაერიდა.
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, ახლა ირკვევა, რომ ამ სამი პირიდან ერთს, სავარაუდოდ, ხელი აქვს მოტეხილი და სწორედ ამ საქმეზე დააკავეს კოალიციის წევრი.
ტელეწამყვანი წერს, რომ დაკავებისას გამომძიებლად ვინც გაეცნო ხასაიას უთხრა - "შენ როგორი ძლიერი ბიჭი ყოფილხარ, სამი ბიჭი გიცემია, ხელის მოტეხვა გცოდნიაო", სულ სხვა მეორე პოლიციელმა კი უთხრა: "როგორ არ შეატყობინე პოლიციას დანაშაულის შესახებო".
პირველ სექტემბერს გელა ხასაიას სახლისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა სამი უცხო პიროვნება, რომლებიც მას გაეცნენ როგორც მხარდამჭერები და გულშემატკივრები, გამოლაპარაკების შემდეგ თხოვეს გელას მათთვის ლუდი ეყიდა. გელამ მათ ლუდი უყიდა.
ამ სამმა უცხო პიროვნებამ ერთმანეთში დაიწყო ჩხუბი, გელას არც კი უკამათია, და მას შემდეგ რაც ეს ბიჭები ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, გელამ გადაწყვიტა ვითარებას გარიდებოდა და მშვიდად დატოვა ტერიტორია.
ახლა ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით ამ სამიდან ერთს სავარაუდოდ ხელი აქვს მოტეხილი, მაგრამ გელას არ აქვს ბრალი წარდგენილი.
გელამ ისიც კი ვიფიქრე, რამე ხომ არ მოხდა და სინდისმა შემაწუხაო, ამიტომ 15 წუთში მიბრუნდა, მაგრამ ადგილზე აღარავინ იყო.
გამოძიება ფიქრობს ძალადობა დაბრალდეს გელას თუ დანაშაულის შეუტყობინებლობა.
დაკავებისას გამომძიებლად ვინც გაეცნო, ერთმა უთხრა, "შენ როგორი ძლიერი ბიჭი ყოფილხარ, სამი ბიჭი გიცემია, ხელის მოტეხვა გცოდნიაო", სულ სხვა მეორე პოლიციელმა კი უთხრა: "როგორ არ შეატყობინე პოლიციას დანაშაულის შესახებო".
რა ხდება, უკვე დანაშაულს უდებთ ადამიანებს?!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ გელა ხასაია გასულ ღამეს დააკავეს.