"სფეროს" ოფისთან ხმაურია - მოქალაქეები კომპანიას კუთვნილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ

30.09.25 13:01
"სფეროს" ოფისთან ხმაურია - მოქალაქეები კომპანიას კუთვნილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ

თბილისში, კომპანია „სფეროს“ ოფისთან ხმაურია. ადგილზე შეკრებილია ათობით დაზარალებული, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა კომპანიამ მიითვისა.

დაზარალებულთა თქმით, ისინი ბინის დაგირავების მსურველები იყვნენ და შესაბამისი თანხა „სფერო ინვესტს“ გადასცეს. თუმცა გირაოს ნაცვლად, კომპანიამ მათთვის ბინები არა საკუთრებაში, არამედ ქირავნობით უზრუნველყო.

დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ კომპანია "სფერო" თაღლითობის შესანიღბად ცნობილ სახეებს იყენებდა მათ ბინებს სჩუქნიდა.

შარში გავყავი თავი. ქვის ხანაში ვართ, ხალხო? გვიპატრონეთ, მოგვაქციეთ ყურადღება, ამდენი დაზარალებული ვართ. 30 სექტემბერს დამიმათვარდა დრო და გვაგდებენ. მე ჩემს კუთვნილ თანხას ვითხოვ. ჩემი ნაცოდვილარი, შრომით, ოფლით და პატიოსნებით მოპოვებული. არც ქირის ფული მაქვს. იქნებ ვინმემ გულისხმიერება გამოიჩინოს და მოგვაქციოს ყურადღება. 21-ე საუკუნეში თაღლითების ხელში ამდენი დაზარალებული რომ ვართ, - ამბობს მოქალაქე. 

ყველა დაზარალებულია, ყველა ქუჩაშია დარჩენილი პატარა ბავშვებით, გასათევი რომ არ აქვთ და ღამე გარეთ უნდა გაათიონ. გადაიღეთ, ძალიან გთხოვთ, ყველა რა დღეში ვართ, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე. 

"სფეროს ინვესტის" მიერ დაზარალებული 300 ოჯახს ახლა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავა აქვს დაწყებული.