ჩამოვიდნენ და წამიყვანონ [ოცნებას] მანდ უფრო არ ვაწყობ - გიორგი ბაჩიაშვილის დედა

30.09.25 13:18
ჩამოვიდნენ და წამიყვანონ [ოცნებას] მანდ უფრო არ ვაწყობ - გიორგი ბაჩიაშვილის დედა

 

 

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ ინტერპოლი "ვიღაცის პირადი ახირების გამო მასზე ძებნას არ გამოაცხადებს". 

ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს მისი საქართველოში ჩამოსვლა უფრო არ აწყობს. 

მგონი საკმაოდ ჭკვიანი ხალხი ზის იმ ინტერპოლშიც და არა მგონია, რომ ასე ვიღაცის პირად ახირებებს აყვნენ და რომც გამოაცხადონ, რა უნდა გამომიცხადონ. მთელი ცხოვრება, მე ჩემი თანხები ჩემით არის მოძიებული, ჩემი სახელფასო ანგარიშები დამიყადაღეს და ამ ანგარიშებზე ეს ფული საიდან არის შემოსული და გასული გადასარევად იციან და ნანახი ექნებათ, რომ არცერთი გადარიცხვა გიორგის ჩემ ანგარიშზე არ აქვს, პირიქით, მე მქონდა მაგაზე გადარიცხული თანხები სხვადასხვა დროს იმიტომ, რომ როგორც შვილს ვურიცხავდი. 

რა ზეწოლა უნდა მოახდინონ ჩემზე, აგერ ჩამოვიდნენ და წამიყვანონ აქედან. რომც წამიყვანონ ჩამოვალ და მანდაც ასევე მაგრად ვიქნები, ჩამოსული მანდ უფრო არ ვაწყობ," - განაცხადა მარინა რამაზაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ცნობილ ექიმს, მარინა რამაზაშვილს, პროკურატურა მძიმე ბრალდებას უყენებს  და ამტკიცებს, ბაჩიაშვილმა "ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო".

აღსანიშნავია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელმა მშობლები დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები შეერთებულ შტატებში გაუშვა.