უზენაეს სასამართლოში ისევ ევაკუაციაა

30.09.25 16:38
უზენაეს სასამართლოში ისევ ევაკუაციაა

უზენაეს სასამართლოში ისევ ევაკუაციაა გამოცხადებული - როგორც "ბათუმელებს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უცხადებენ, მიიღეს შეტყობინება შენობაში ბომბის შესაძლო არსებობაზე. 

ბოლო ერთ კვრაში ეს სასამართლოში ევაკუაციის მე-3 შემთხვევა. 5 დღის წინ ევაკუაცია იყო უზენაეს სასამართლოში, 6 დღის წინ კი - თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყველა შემთხვევაში მიზეზი ბომბის არსებობაზე შეტყობინებაა.