კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა

18.10.21 16:22
კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიკოსების თქმით, მიზეზი კორონავირუსის შემდგომი გართულება გახდა. 

გენერალი კოლინ პაუელი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი, დღეს დილით Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ის სრულად იყო აცრილი. ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ უოლტერ რიდის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გუნდს ზრუნვისთვის. ჩვენ დავკარგეთ გამორჩეული და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი", – წერს პაუელის ოჯახი.