9 ბრალი და 8 მილიონი უკანონო შემოსავალი - რომეო მიქაუტაძის საქმის ხმაურიანი გაგრძელება
„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი რომეო მიქაუტაძე სასამართლოს წინაშე 9 სხვადასხვა მუხლით წარდგება. პროკურატურამ საქმე, რომელსაც ექსპერტები „მკვდარ მუხლებს“ უწოდებენ, ხელახლა გააცოცხლა და ყოფილი ვიცე-მინისტრი, საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, ბიზნესსაქმიანობაში ჩართვაში დაადანაშაულა.
გამოძიების ვერსიით, მიქაუტაძე წლების განმავლობაში ფიქტიურად სხვებზე აფორმებდა კომპანიებს, რეალურად კი თავად მართავდა მათ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ეხება, რის გამოც მას 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება კორუფციაზე გამოძიება, სადაც გამოკითხულნი არიან სამინისტროს თანამშრომლები და ყოფილი თანაგუნდელები. ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურის სიაში „დაუმტკიცებელ ქონებად“ ბაბუისგან დატოვებული ლეჩხუმის სახლიც კი მოხვდა.
რომეო მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს, რის შემდეგაც ჩატარდა მისი ოჯახის ქონების სრულმასშტაბიანი ინვენტარიზაცია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.