ბაჩიაშვილის დედ-მამაზე პროკურატურა ძებნის გამოცხადებას აპირებს - რა მტკიცებულებები დევს საქმეში

30.09.25 20:18
ბაჩიაშვილის დედ-მამაზე პროკურატურა ძებნის გამოცხადებას აპირებს - რა მტკიცებულებები დევს საქმეში

მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების, ცნობილი ოფთალმოლოგის მარინა რამაზაშვილისა და ექიმ ალექსანდრე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნას გამოაცხადებს. დღეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მათ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

ბაჩიაშვილის მშობლებს ბრალად ედებათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარება. პროკურატურის მტკიცებით, მათი პასუხისმგებლობა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ შვილმა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა წლების წინ მშობლებს ბინა აჩუქა და ავტომობილები უყიდა.

საქმეს პროკურატურა ორი წლის განმავლობაში სწავლობდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში არცერთხელ დაუკითხავს ბიზნესმენის მშობლები. ბრალდების მიხედვით, მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გიორგი ბაჩიაშვილმა მიმდინარე პროცესს „აბსურდი და უნამუსობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს საქმე პირადი შურისძიების შედეგია. მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის მშობლების დაკავებამდეც კი მივიდეს, რათა მოახდინოს ზეწოლა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.