“მოლდოვაში რუსეთი დამარცხდა“ - 1 ოქტომბერს თბილისში მოქმედების და სოლიდარობის მარში გაიმართება

30.09.25 19:21
“მოლდოვაში რუსეთი დამარცხდა“ - 1 ოქტომბერს თბილისში მოქმედების და სოლიდარობის მარში გაიმართება

“მოლდოვაში რუსეთი დამარცხდა“ - 1 ოქტომბერს, თბილისში მოქმედების და სოლიდარობის მარში გაიმართება.

მარშის ორგანიზატორების მიჩნევენ, რომ რუსული ძალადობის დამარცხება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ამიტომ ყველას მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ მარშში, რომელიც 19:00 საათზე ფილარმონიასთან დაიწყება.

ვულოცავთ მოლდოველ ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გარდამტეხ გამარჯვებას!

მოლდოველი ხალხი და მაია სანდუ დიდ ისტორიას წერენ.

უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე პროდასავლური ძალების გამარჯვება, რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული უფიდესი ნაბიჯია. რუსული ძალადობის დამარცხება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

მოლდოვაში პროდასავლური ძალების გამარჯვების აღსანიშნად! გაიმართება მარში მოქმედებისა და სოლიდარობისთვის!

ოთხშაბათს, 1 ოქტომბერს, 19:00 საათზე მსვლელობა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან პარლამენტამდე.

ბოლომდე!,- წერენ ორგანიზატორები.