სასახლეები ჩინოვნიკებისთვის, ავარიული სახლები ხალხისთვის - "ძლიერი საქართველოს" მიმართვა ამომრჩევლებს

30.09.25 21:17
სასახლეები ჩინოვნიკებისთვის, ავარიული სახლები ხალხისთვის - "ძლიერი საქართველოს" მიმართვა ამომრჩევლებს

თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ ადგილობრივი არჩევნების წინ ამომრჩევლებს თბილისის ქუჩებიდან მიმართა. მისი მთავარი გზავნილი იყო: „მოდი არჩევნებზე“.

ოპოზიციონერი კანდიდატი მოქალაქეებს არწმუნებს, რომ კახი კალაძე და „ქართული ოცნება“ აღარ უნდა აირჩიონ. კუპრაძემ ამომრჩევლებს კალაძის თანაგუნდელების ფეშენებელური სასახლები აჩვენა და აღნიშნა, რომ ეს ქონება მერიის მოქმედმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა კორუფციული გარიგებებით მოაგროვეს.

იმავე დროს, ლელო „ძლიერი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები საკრებულოსთან „ქართული ოცნების“ კორუფციას აპროტესტებდნენ. საკრებულოს შენობაში კი სხდომა იმ დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იგი მოულოდნელად გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.