„არასდროს მივატოვებთ მეგობრებს“ - აქტივისტები გელა ხასაიას მხარდაჭერას უცხადებენ
არასდროს მივატოვებთ ჩვენს მეგობრებს, თანამებრძოლებს და ყოველთვის ვიბრძოლებთ მათი თავისუფლებისთვის, - ეს განცხადება სამოქალაქო აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ გააკეთეს. მათი თქმით, გელა ხასაიას დაკავება სამწუხარო ფაქტია, თუმცა ბრძოლას ბოლლომდე გააგრძელებენ, რათა ყველა სინდისის პატიმარი გათავისუფლდეს და ასევე "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან გაისტუმრონ.
ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს, რუსულ ავტორიტარიზმს, რომელიც გვაქვს "ქართული ოცნების" სახით. გელა ხასაია არ არის ჩვენს გვერდით, რომელიც ჩვენს გვერდზე იდგა ყოველდღიურად. ეს არის ძალიან სამხუხარი ფაქტი, მარამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. აუცილებლად გელა ხასაია და სხვა სინდისის პატიმრები გარეთ იქნებიან. ჩვენ ქოცებისგან ის განგვასხვავებს, რომ ჩვენ არასდროს მივატოვებთ ჩვენს მეგობრებს, თანამებრძოლებს და ყოველთვის ვიბრძოლებთ მათი თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ გაიმარჯვოს და მოვიშოროთ ეს ჭირი, რომელიც "ქართული ოცნების" სახით გვყავს და რომელიც ასე გვაკარგვინებს ჩვენს იდენტობას. ამიტომ, ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა დასრულდება აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით, აუცილებლად ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამას, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტებმა.
ცნობისთვის, გელა ხასაია გუშინ, 29 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლითმიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობილია, რომ გელა ხასაია დანაშაულს არ აღიარებს. როგორც აქტივისტის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, დაკავებისას ერთ-ერთი პოლიციელი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.