გელა უძილაურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
გელა უძილაურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხი ცნობილია -დანაშაულის ჩადენის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დროს, ის სრულად შერაცხადი იყო.
სახელმწიფო ბრალდებამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სასამართლო პროცესზე წარადგინა.
დღევანდელ პროცესზე ჩვენების მისაცემად რამდენიმე მოწმეა გამოძახებული, მათ შორის, ძებნაში მყოფი გიორგი ჯოხაძის მეუღლე.
პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებს.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მუხლი, რომლითაც უძილაურს ედავებიან, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.