შეძრული ვარ, ანასტასია ბოლო 6 თვე საერთოდ არ მინახავს - ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი პირველ კომენტარს აკეთებს

18.10.21 17:51
შეძრული ვარ, ანასტასია ბოლო 6 თვე საერთოდ არ მინახავს - ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი პირველ კომენტარს აკეთებს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის, თქმით, მისი შვილის დედასთან, თბილისში მოკლულ  ანასტასია შატალოვასთან, კონტაქტი ბოლოს 6 თვის წინ ჰქონდა.

მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მე ის საერთოდ არ მინახავს, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ზურაბ ბერიძემ.

ანასტასია შატალოვა დედაქალაქის ცენტრში გვიან ღამით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა ბერიძის ბინა გაჩხრიკეს და სახლიდან კომპიუტერები წაიღეს.