"ნივთმტკიცება, რკინის საგანი აქ დარჩათ, პოლიცია არ ინტერესდება" - აქტივისტების თქმით, პოლიცია "ტიტუშკებს" ხელს აფარებს

03.10.25 21:08
"ნივთმტკიცება, რკინის საგანი აქ დარჩათ, პოლიცია არ ინტერესდება" - აქტივისტების თქმით, პოლიცია "ტიტუშკებს" ხელს აფარებს

მეტეხის ხიდთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირედი შელაპარაკება მოხდა. ახალგაზრდები სამართალდამცველებს მოუწოდებდნენ, დროული რეაგირება მოახდინათ. მათი თქმით, ნივთმიტკიცება, რკინა, რომელიც იგორ ნარმანიას თავში ჩაარტყეს, ისევ ადგილზეა, თუმცა ამით არავინ ინტერესდება. 

ეს არის ნათელი მაგალითი იმის, როგორო "კრიშავს" პოლიცია ტიტუშკებს, ქოცების მოგზავნილ ტიტუშკებს, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული იარაღები, რკინის საგანი, რასაც აქ ხედავთ ახლა. ეს რკინის საგანი აქ დარჩათ, დააგდეს ჩხუბისას, ამით ჩაარტყეს და გაუსწორდნენ ახალგაზრდებს. ამ მომენტამდე არ აუღიათ, არ მოდიან ამ ადგილზე, ყველამ მიუთითა, თუ სად იყო ნივთმტკიცება და არ ინტერესდებიან. ერთადერთი პასუხი აქვთ, რომ ერთი წუთი გავაკრვევთ, მოვითაღბირებთ, გავარკვევთ. ასეთია "ქართული ოცნების" სახე, - ამბობს აქტივისტი. 

მეტეხის ხიდზე განცხადების გასაკეთებლად შეკრებილ სტუდენტებს ე.წ. ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნაცემია იგორ ნარმანია, რომელსაც თავიდან სისხლი სდის. 

მსგავსი სიახლეები