ოპოზიცია ბათუმში ფულის დარიგების ფაქტებზე საუბრობს - აგიტატორები საარჩევნო უბნებთან სიებით არიან მობილიზებულები

04.10.25 10:41
ოპოზიცია ბათუმში ფულის დარიგების ფაქტებზე საუბრობს - აგიტატორები საარჩევნო უბნებთან სიებით არიან მობილიზებულები

ფულის დარიგების სავარაუდო ფაქტები ბათუმში - ფიროსმანის ქუჩაზე, მე-15 უბნის წინ გაჩერებულ მიკროავტობუსში სხედან ადიამაინები, სპეციალური სიებით.

მათი ნაწილი ადასტურებს, რომ სიები ნადვილად აქვთ, აქვე ცხოვრობენ და უბრალოდ მეზობლებს აღრიცხავენ. ნაწილი კი საკმაოდ აგრესიულია და ცდილობენ აგრესიულად უპასუხონ კითხვებს.

ჩვენი მეზობლების ამომრჩევლების სიებია. ვინც არ მოდის, სახლში ვაკითხვათ და ვქეიფობთ. სერიოზულად კი ვინც არ მოდის, ნუ მოდის, კარგად იყოს, - ეუბნებიან “ტვ პირველს“ სამარშრუტო ტაქსში მყოფი ქალები.

კითხვაზე კი, რიგდება თუ არა თანხა, ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტი “ფანტაზიორობაში“ დაადანაშაულა.

ნუ ფანტაზიორობთ, მაი, მართლა ზღაპრებია, თქვენ გაძლევენ რამეს? ტყუილს ნუ არცელებენ, არ ხდება მასეთი რამ. 

ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა ერთ-ერთი კაცი, რომელიც სიით ხელში, საარჩევნო უბნის მიმდებარედ იმყოფებოდა და  სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა.

გაადმიღე, სულ ფეხებზე მკიდიხარ, რატო მიღებ რაში გაინტერესებს. სიებით რომ ვდგავარ მერე რა. თანხას, რომ ვარიგებდი როდის დამინახე, მასე გეუბნებიან ყოველთვის თქვენ. სიებით იმიტომ ვარ, რომ მაინტერესებს ვინ მოვა და ვინ არა, მე მოვედი და ვდგავარ აქ,- ამბობს კაცი სამარშრუტო ტაქსიდან.

ოპოზიცია ამბობს, რომ აღნიშნულ უბანზე ბევრი კითხვის ნიშანია და მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ბათუმში, თითქმის, ყველა საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლის მოსყიდვა მიმდინარეობს.

“ოცნება წესებს არ ღალატობს, ის პარავს ქართველ ხალხს არჩევნებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ქურდულად ქურდბაცაცობენ, მოდიან, ხალხი მოჰყავთ, ავიწროებენ, მოსყიდვა, პირდაპირ ფულის დარიგება და ის თავხედობა, რომელიც „ოცნების“ სახეა თავიდან ბოლომდე. ესეც არ უშველის და ქართველი ხალხი იმ არჩევანს გააკეთებს, რომელსაც იმსახურებს, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები