ერთი დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი - მკვლელობა გურჯაანში

19.10.21 12:50
ერთი დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი - მკვლელობა გურჯაანში

გურჯაანში მკვლელობა მოხდა - მეზობელმა ცოლ-ქმარი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაჭრილი მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მკვლელობა სავარაუდოდ, სადავო ნაკვეთს უკავშირდება. დაკავებული ერთ-ერთი გარდაცვლილის ბიძაშვილია.

გამოძიების ინფორმაციით, 1950 წელ დაბადებულმა ა.ზ-მ სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.