შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

04.10.25 19:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

შსს მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს - "წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს". 

მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული შენობების დაკავებას. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს," - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ. 

კადრებში ჩანს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ათონელის სასახლესთან დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფები გადაიყვანეს.