შავი ჩანთა და იარაღი - ახალი მტკიცებულება ანასტასია შატალოვას საქმეში

19.10.21 15:36
შავი ჩანთა და იარაღი - ახალი მტკიცებულება ანასტასია შატალოვას საქმეში

ახალი დეტალები ანასტასია შატალოვას მკველობის  საქმეში  - "ტვ პირველის" ინფორმციით, აღმოჩენილია ჩანთა, რომლითაც ქალის მკველობის დროს სავარაუდო ქილერი გადაადგილდებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, შავ ჩანთაში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა აღჭურვილობა. 

"პირველების" ინფორმაციით, 7 გასროლისა და შატალოვას ლიკვიდაციის შემდეგ მკვლელს ჩანთა ადგილზე დარჩა. 

ამასთან ირკვევა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს, ბაჩუკი ლატარიას, გენეტიკური მასალა, დნმ აუღეს. 

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სულ სამი პირია დაკავებული. პოლიციამ სპეცოპერაციი შედეგად 44 წლის ლევან რაჯავი, 37 წლის ბაჩუკი ლატარია და 33  წლის ბიძინა ხასია დააპატიმრა.