პოლიციამ მანახა კადრები, ანასტასია შატალოვა გოგომ მოკლაო - დაკავებულის ცოლი

19.10.21 16:03
პოლიციამ მანახა კადრები, ანასტასია შატალოვა გოგომ მოკლაო - დაკავებულის ცოლი

ანასტასია შატალოვას საქმეზე დაკავებული ბაჩუკი ლატარიას ცოლი "ტვ პირველთან" გლდანში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ საუბრობს. 

მისი თქმით, დაკავებისას ლატარიას ქალის ვიდეოკადრები ანახეს, რომელიც თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, გადაადგილდებოდა. 

დაკავებულის ცოლის მტკიცებით, გომელაურის უწყების თანამშრომლები სწორედ ამ ქალის შესახებ უსვამდნენ კითხვებს ბაჩუკი ლატარიას და ეუბნებოდნენ, რა გადაკვეთა ჰქონდა მას აღნიშნულ პირთან. 

მისივე თქმით, პოლიცია მას და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მას ვიდეო ანახეს და უთხრეს, რომ ანასტასია შატალოვა ქალმა მოკლა. 

მანახეს ვიდეო, მეკითხებოდნენ, ვიცნობდი თუ არა ვიდეოზე გადაღებულ გოგოს. ეს ანასტასია არ იყო, გოგოს სურათი მანახეს და მითხრეს, ეს არის მკვლელიო"- აცხადებს დაკავებულის მეუღლე. 

ამასთან ირკვევა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს, ბაჩუკი ლატარიას, გენეტიკური მასალა, დნმ აუღეს. 

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სულ სამი პირია დაკავებული. პოლიციამ სპეცოპერაციი შედეგად 44 წლის ლევან რაჯავი, 37 წლის ბაჩუკი ლატარია და 33  წლის ბიძინა ხასია დააპატიმრა.