მძიმე პერიოდი გველის - ივანე ჩხაიძე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას არ გამორიცხავს

19.10.21 17:15
მძიმე პერიოდი გველის - ივანე ჩხაიძე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას არ გამორიცხავს

ექიმები საქართველოში ეპიდვითარების დამძიმებას პროგნოზირებენ. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე, არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება იმდენად დამძიმდეს, რომ საველე ჰოსპიტლების მობილიზება გახდეს საჭირო. ჩხაიძის თქმით, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მოლოდინი არ არსებობს, რადგან ნოემბერ-დეკემბერში კორონავირუსს სხვა რესპირაციული ინფექციების გავრცელებაც  დაემატება. 

პროგნოზი ძალიან ცუდია, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე მექანიზმი ამუშავდეს, რომელმაც ეს ციფრი შეიძლება, უეცრად შეამციროს. სავარაუდოდ, ძალიან მძიმე პერიოდი გველის წინ, ვინაიდან ნოემბერ-დეკემბერში ის სტატისტიკა, რასაც გვიჩვენებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მკაფიოდ მიუთითებს, რომ დაიწყება რესპირაციული ინფექციების  შემთხვევების მატება

შესაძლებელია, ქვეყანას დასჭირდეს იმ დამატებითი მომსახურების განხორციელება, რაც აგვისტოში იყო აუცილებელი, ვგულისხმობ საველე ჰოსპიტლებს", - ამბობს ივანე ჩხაიძე.