ბახმაროში, 500 კვ/მ მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა კობახიძემ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა
ბახმაროში მდებარე 500 კვ/მ მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის განკარგულებაში წერია.
სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 500 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N28.25.01.480) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთ) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას," - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
09.09.26 23:22
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს
ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს