მოკლული ანასტასია შატალოვას დედის პირველი კომენტარი

19.10.21 17:42
 მოკლული ანასტასია შატალოვას დედის პირველი კომენტარი

თბილისის ცენტრში მოკლული  ანასტასია შატალოვას დედა პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს. 

მისი თქმით, შვილს 10 დღის წინ, საქართველოში, შეხვდა, თუმცა მისგან მუქარისა და საშიშროების შესახებ არაფერი სმენია. 

მოკლულის უახლოესი ნათესავი ამბობს, რომ ანასტასიას გამუდმებული კონფლიქტი ჰქონდა შვილის ბიოლოგიურ მამასთან, ზურაბ ბერიძესთან. 

ბოლო შეხვედრა ჩემს შვილთან ათი დღის წინ მქონდა, როცა საქართველოში ვიმყოფებიდი. არანაირი მუქარის შესახებ არ მსმენია, იმის გარდა, რომ მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა ზურაბ ბერიძესთან, რომელთანაც ის ცხოვრობდა და ჰყავდათ შვილი. პერიოდულად ჩხუბობდნენ და ის იმუქრებიდა ბავშვის წაყვანით. 

ჩემი მეუღლე უკვე საქართველოშია და გამოძიებასთან თანამშრომლობს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ვცდილობთ, ბავშვზე მეურვეობა ავიღოთ, რომ საქართველოდან წამოვიყვანოთ"- აცხადებს მოკლულის დედა. 

ანასტასია შატალოვა  თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე,  მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები