ანასტასია შატალოვას მკვლელობა - ბაჩუკი ლატარიას ბრალი წაუყენეს

19.10.21 20:23
ანასტასია შატალოვას მკვლელობა - ბაჩუკი ლატარიას ბრალი  წაუყენეს

ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობის მუხლით  ბრალი ცოტა ხნის წინ ბაჩუკი ლატარიას წაუყენეს. სამართალდამცველების მტკიცებით, სწორედ ლატარიაა ის პირი, ვინც შატალოვას 7 ტყვია ესროლა.

საქმის მასალები ადვოკატს ცოტა ხნის წინ გადასცეს. ლატარიას უფლებადამცველის, გიორგი ლაღიძის, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილ,ის უფლებას იყენებს.

პატიმარი იყენებს დუმილის უფლებას და შიმშილობას აცხადებს, ჩვენ ბრძოლქს ვაპირებთ, ბრძოლას ბოლომდე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შატალოვას არ იცნობდა - აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ,,პირველების" ინფორმაციით, სწორედ ბიძინა ხასიას ეკუთვნოდა ავტომობილი, რომლითაც დაკავებულები გადაადგილდებოდნენ, მას სამართალდამცველები მკვლელობასათან კავშირს ვერ უმტკიცებენ და ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წაუყენეს, მესამე პირს, ლევან რაჯავს, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძებნა-შენახვას ედავებიან.

,,პირველების" ინფორმაციით, გამოძიება ახლა დამკვეთების გამოვლენას ცდილობს, ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკი მკვლელობა  ჩეჩნეთის მოქალაქემ შეუკვეთა რომელსაც პირადი კონფლიქტი ჰქონდა ანასტასია შატალოვასთან, თუმცა ამ ვერსიას გამორიცხავს მოკლული ქალის ოჯახის ადვოკატი.

მსგავსი სიახლეები