ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება, ამას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო - ამირან გამყრელიძე

20.10.21 11:42
ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება, ამას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით პროგნოზი არასაიმედოა და აუცილებელია უფრო ხისტი გადაწყვეტილებების მიღება. გამყრელიძის თქმით, ის საკოორდიანციო საბჭოზე ამის შესახებ საუბრობს. გამყრელიძე ვერ აკონკრეტებს როდის ამოქმედდება საქართველოში  ე.წ. მწვანე პასპორტები. 

პროგნოზი არ არის საიმედო, გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება, ამას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო. მე რასაც ვთავაზობ ამას ვსაუბრობ საკოორდინაციო საბჭოზე", - ამბობს გამყრელიძე. 

მსგავსი სიახლეები