შატალოვას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოითხოვოს
ანასტასია შატალოვას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ლატქრია დუმილის უფლებას იყენებს.
როგორც "პირველებს" ადვოკატმა გიორგი ლაღიძემ განუცხადა, საქმეში მკვლელობის პირდაპირი მტკიცებულებები არ მოიპოვება და გამოძიება მეზობლების ჩვენებებს ეყრდნობა.
უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულმა ნაფიცმსაჯულთა სასამართლო მოითხოვოს:
საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები ფაქტობრივად არ არსებობს. არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სავარაუდოდ, გარდაცვლილი ქალის მეზობლები არიან. გამოკითხული პირები აცხადებენ, რომ შატალოვას სახლთან წინა დღეებში გამხდარი მამაკაცი კაპიუშონით გადაადგილდებოდა.
რადგან ის იყენებს დუმილის უფლებას მე ზოგადი განმარტება შემიძლია გავაკეთო, ბუნებრივია, ბრალს არ აღიარებს და ამ მკვლელობასთან არანაირი შეხება არ აქვს.
ვფიქრობთ, შევძლებთ შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებას, რაც სასამართლოს მისცემს იმის საშუალებას, რომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა მოვითხოვოთ" - აცხადებს გიორგი ლაღიძე.
ბიძინა ხასიას უფლებადამცველის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის დაფარვას და ხელყუმბარის ქონას ედავებიან.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მის მიმართ წარდგენილ არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ის იმ პირის მეგობარია, რომელსაც მკვლელობას ედავებიან. გარკვეული გადაადგილება იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კუთვნილი ავტომობილით. ის აცხადებს, რომ საბურთალოზე დატოვა მეგობარი, მერე სად წავიდა აღნიშნული პირი და რა გააკეთა მისთვის უცნობია.
საქმეში მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს. არის გარკვეული ვიდეო, თუმცა იქ იდენტიფიცირებული და დადასტურებული არ არის ის პირი, რომელმაც სავარაუდოდ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა"- ამბობს ადვოკატი.
გომალაურის უწყებამ "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ, ოფიციალურად დაადასტურა. შსს-ს ცნობით, საქმეზე დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ბექა ლატარია, 1983 წელს დაბადებული ბიძინა ხასია და 1977 წელს დაბადებული ლევან რაჯავი.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებისას პოლიციელებს ხელყუმბარა ესროლა.
უწყების ინფორმაციით, 17 ოქტომბრის ღამეს შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან ბექა ლატარიამ ესროლა, შემდეგ კი ადგილი მანქანით დატოვა, რომელსაც ბიძინა ხასია მართავდა. გომელაურის უწყების ცნობით, ხასიამ საზარელი დანაშაულის შესახებ იცოდა. ლევან რაჯავს რაც შეეხება, მას შსს-ს ინფორმაციით, მისი პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.