მე რასაც ვფიქრობ, ტელევიზორში არ ვლაპარაკობ - ამირან გამყრელიძე

20.10.21 11:52
მე რასაც ვფიქრობ, ტელევიზორში არ ვლაპარაკობ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არ პასუხობს კითხვას, რამდენად ეფექტური ღონისძიება იყო წამახალისიებელი ლატარეა ვაქცინაციის ზრდისთვის. გამყრელიძის თქმით, ის თავის პოზიციას საკოორდინაციო საბჭოზე აფიქსირებს. გამყრელიძე აღიარებს, რომ ლატარეა არ იყო ეფექტური. 

სამწუხაროდ დაეცა ვაქცინაციის ტემპი, ადამიანები, ვისაც უნდოდა აცრა, მოვიდნენ და აიცრნენ.

გარკვეულად იმუსავა, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი სტიმული მისცა ლატარეამ - არა.

მე რასაც ვფიქრობ, ტელევიზორში არ ვლაპარაკობ, ამას ვლაპარაკობ საკოორდინაციო საბჭოზე.", - ამბობს გამყრელიძე. 

მსგავსი სიახლეები