გიორგი ჩახუნაშვილს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა
დაკავებულ ექიმ, გიორგი ჩახუნაშვილს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
აკადემიკოსს პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.
ასევე დაკავებულ გიორგი მულაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მისი პროცესი გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად მიმდინარეობდა.
- აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.
- სასამართლო პროცესზე ექიმმა განაცხადა, რომ აქციაზე სამედიცინო მოვალეობას ასრულებდა და მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევდა.